15:29 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 12:09:36, 335 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი „ვივამედში“ კიდევ ერთხელ შევიდეს

„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“ კიდევ ერთხელ შევიდეს. შესაბამისი კომენტარი „ინტერპრესნიუსთან“ ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა გააკეთა.

„ნაბიჯების გადადგმას კიდევ ვაპირებთ, რომ სახალხო დამცველმა ახლიდან უზრუნველყოს ექიმების მასთან შესვლა, შემოწმება, გასაუბრება, რაღაც ზომები რომ მიიღონ. ცხადია, სამედიცინო საკითხებზე ჩვენი არგუმენტაცია არ არის მყარი. ექიმის არგუმენტაცია არის მყარი. ალბათ, დღეს კიდევ მივმართავთ სახალხო დამცველს. ბოლო ვიზიტიდან დიდი დრო გავიდა. საია განცხადებასაც დადებს აღნიშნულთან დაკავშირებით, წერილსაც გამოვაქვეყნებთ და მივმართავთ ომბუდსმენს“, - აღნიშნა მწარიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მოუწოდა მზია ამაღლობელის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ, მზია სრულად შეასრულოს მათი რეკომენდაცია, რაც პირველ რიგში, ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 38-ე დღეა შიმშილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics