23:09 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 18:03:21, 384 ნახვა

სამართალი
საია - დაწესებულებაში თემურ ქათამაძეს მხოლოდ მინიმალური სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგს უტარებენ

თემურ ქათამაძესთან დაკავშირებით "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს.

საიას ცნობით, იანვარში გამოთხოვილი სამედიცინო დოკუმენტები ადვოკატს 12 თებერვალს ჩაბარდა, რომლითაც ირკვევა, რომ თემურ ქათამაძეს უტარებენ მხოლოდ მინიმალური სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასებისთვის საკმარისი არ არის.

დღეს თემურ ქათამაძის შიმშილობის 28-ე დღეა. იანვარში გამოთხოვილი სამედიცინო დოკუმენტები ადვოკატს 12 თებერვალს ჩაბარდა. აღნიშნული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დაწესებულებაში მას უტარებენ მხოლოდ მინიმალური სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგს, რაც არ არის საკმარისი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასებისთვის.

შიმშილობის ამ ეტაპზე, მოშიმშილე პირისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სრულყოფილი სამედიცინო დახმარება, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება.

თემურ ქათამაძე მიიჩნევს, რომ იგი იდევნება თავისი განსხვავებული მოსაზრებების გამო და აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების სტატუსის მოსაპოვებლად. ამასთან, იგი დახმარებისთვის მიმართავს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს.

თემურ ქათამაძე მუდმივად უსვამს ხაზს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში დარჩენა და დიასპორისთვის საქმიანობა. ამასთან, მისივე თხოვნით, ადვოკატმა საპატრიარქოსაც მიმართა წერილით, რადგან მას ქრისტიანული წესით მონათვლა სურს." - წერია საიას განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics