16:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 11:27:26, 404 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკი IFC-მ „გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ქალთა დაფინანსების მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპის გამორჩეულ ბანკად აღიარა

ბაზისბანკი, გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (GTFP) ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ბანკად დასახელდა ქალთა დაფინანსების მიმართულებით. აღნიშნული საერთაშორისო ჯილდო ბარსელონაში გამართულ IFC-ის წლიური გლობალური სავაჭრო პარტნიორების შეხვედრის ღონისძიებაზე მიიღო. ჯილდო ქალთა თანასწორობისა და ჩართულობის ხელშეწყობის მიმართ ბაზისბანკის მტკიცე ვალდებულების, ბანკის მიერ ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობებისა და დაფინანსების ხელმისაწვდომობის აღიარებაა.

„მუდმივად ვმუშაობთ ვაშენოთ მეტად პასუხისმგებლიანი ბანკი და სწორედ ამ მიზნით ვახორციელებთ რიგ ინიციატივებს, როგორიცაა ქალთა ფინანსური ჩართულობის გაზრდა, პასუხისმგებლიანი ფინანსური მხარდაჭერით. მოხარული ვართ, რომ  ჩვენი ძალისხმევა, რასაც ვაჭრობის დაფინანსებისა და ხელშეწყობის პროგრამის მეშვეობით ვახორციელებთ, აღიარებულ იქნა ჩვენი პარტნიორის, IFC-ის მხრიდან. ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ქალებს მათ საერთაშორისო ბიზნეს წამოწყებებში. მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო ბიზნესში ჩართულ ქალთა მხარდაჭერის ინიციატივების განხორციელებას, რაც ბანკის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია," - აღნიშნა  ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

 

ბაზისბანკის შესახებ:

საფინანსო ბაზარზე 30 წელზე მეტი წარმატებული ოპერირების გამოცდილებით, ბაზისბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია. შვილობილი კომპანიების, „ბბ ლიზინგისა“ და „ბბ დაზღვევის“ მხარდაჭერით, 200 000-ზე მეტ ბიზნეს და საცალო კლიენტს სთავაზობს მათზე მორგებულ საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო სერვისებს. ითვლისწინებს მდგრადი განვითარების პრიცნიპებს მის სტრატეგიაში, კულტურასა და ყოველდღიურ საქმიანობაში.

IFC-ის შესახებ:

IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, უდიდესი გლობალური განვითარების ინსტიტუტია, რომელიც მხოლოდ კერძო სექტორზეა კონცენტრირებული. ინვესტიციების დაფინანსებით, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე კაპიტალის მობილიზებით და ბიზნესისა და მთავრობებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევით, IFC  განვითარებად ქვეყნებს მდგრადი ზრდის მიღწევაში ეხმარება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics