2025-02-03 17:56:55, 399 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მარიამ სიჭინავა პოლიციელისთვის ლაზერის მინათების გამო, 2 000 ლარით დააჯარიმა
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აბშილავამ, აქტივისტი მარიამ სიჭინავა ისევ 2 000 ლარით დააჯარიმა - აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, სიჭინავას ჯარიმების საერთო რაოდენობამ 26 000 ლარს მიაღწია.
ამჯერად, ზუგდიდის სასამართლომ სიჭინავა პოლიციელისთვის და ასევე საპატრულო კამერისთვის ლაზერის მინათების გამო დააჯარიმა.
აქტივისტი პროცესზე დღეს პუფითა და სასტვენით მივიდა და პერფორმანსი მოაწყო - მოგვიანებით მან პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.
სიჭინავამ განაცხადა, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტის და პარლამენტის უკანონო კანონს არ ემორჩილება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,