|
2025-01-31 21:39:59, 464 ნახვა
სამართალი
სამოქალაქო აქტივისტების ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს
თბილისში, სამოქალაქო აქტივისტების, ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებენ. ნიკოლოზ ლაცაბიძის მამა მედიასთან აცხადებს, რომ მისი შვილის წინააღმდეგ მიღებული ზომები შესაძლოა საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირდებოდეს. „აქციებზე დადის და ამიტომ ისჯება, მე ასე მგონია“, – განაცხადა მან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე პირები დაადგინა და მათ მიმართ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში. არსებული ინფორმაციით, გამოძიება უკავშირდება თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის მეტროსადგურებში, გაჩენილ წარწერებს – „მოკალი ქოცი“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)