|
2025-01-31 15:56:27, 508 ნახვა
სამართალი
ნინო ლომჯარია - ოჯახის წევრებისგან ნებართვა მივიღეთ, რომ დაკავებულთა საქმის მასალებზე წვდომა გვექნება
„საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მესამე სექტორმა აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებისგან ნებართვა მიიღო, რომ დაკავებულთა საქმის მასალებზე წვდომა ექნებათ. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს მესამე სექტორის და პატიმართა ოჯახის წევრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდგომ განუცხადა. “თითოეული საქმის თითოეული დაკავებულის შესახებ ინფორმაციას ვამუშავებთ მათი დაკავების გარემოებების, მათი საქმის გარემოებების შესახებ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამდენად უსამართლო და უკანონო იყო ამ ადამიანების დაკავება. ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ არიან ოჯახის წევრები და მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვითი ორგანიზაციები თითოეული პატიმრის საქმეს გულდასმით სწავლობენ და ამ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს აწვდიან. ინფორმაციები გავცვალეთ, რომ ადვოკატებისგან და პატიმრებისგან მივიღოთ თანხმობა, რომ მათი საქმის მასალებზე წვდომა გვქონდეს, ასევე, სხვა საკითხებზეც შევთანხმდით. რა თქმა უნდა, დავინტერესდით, ციხეში პატიმრების მდგომარეობისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, -განაცხადა ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)