15:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 15:46:27, 476 ნახვა

სამართალი
ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, 3 თვით, 3 მაისამდე გაგრძელდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, ისევ 3 თვით, 3 მაისამდე გაგრძელდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

სხდომაზე პროკურატურა სადიგოვის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადის კვლავ გაგრძელებას შუამდგომლობდა.

სახელმწიფო ბრალმდებელი, ნანა ზაზუნაშვილი განმარტავდა, რომ პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, სადიგოვის პატიმრობა დამატებით, 3 თვით გაგრძელდეს.

მისი თქმით, ექსტრადიციის გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი იღებს და ახლა რელევანტური გარემოებების შესწავლა მიმდინარეობს. თუკი, მინისტრი მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილებას მიიღებს, აღნიშნულის აღსრულება 4 მარტამდე ვერ მოხდება.

ამასთან, პროკურორის თქმით, ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მას უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე და ის თავშესაფრის მაძიებელ პირად არ ითვლება.

ზაზუნაშვილის განმარტებით, პატიმრობის გარდა, სხვა ნაკლებად მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებს.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის რისკები მომატებულია.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატ ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი.

ადვოკატი შუამდგომლობდა სადიგოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლილიყო.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიდევ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.

სადიგოვი 12 სექტემბრიდან შიმშილობს, აღნიშნულის დაწყების მიზეზი მიგრაციის დეპარტამენტისგან თავშესაფრის მიღებაზე უარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics