|
2025-01-30 20:38:45, 563 ნახვა
სამართალი
პატიმარი იოსებ გორგაძე უგონო მდგომარეობაში რჩება – ოჯახი ციხეში წამებასა და ანგარიშსწორებაზე საუბრობს
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში” გადაყვანილი პატიმარი იოსებ გორგაძე ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად მედიკოსები ინტენსიურად იბრძვიან. “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აღნიშნავს, რომ პატიმარი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, გორგაძე ციხიდან კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს. თუმცა, ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს იოსებ გორგაძის ოჯახი. მისი ძმა აცხადებს, რომ პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები არასოდეს ჰქონია და ის სასიკვდილოდ აწამეს:
პატიმრის ადვოკატი აცხადებს, რომ 46 წლის მსჯავრდებულს სხეულზე 37 სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება, მათ შორის – სახის ძვლების მოტეხილობები. მისი თქმით, გორგაძეს საკანში სასტიკად გაუსწორდნენ:
იოსებ გორგაძე 2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დააკავეს. შემთხვევა თბილისი-წალკის გზაზე მოხდა, როდესაც მან, ძლიერი ნისლის გამო, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა “ქართული ოცნების” მხარდამჭერი აქციის ოთხი მონაწილე, რომლებიც წალკიდან თბილისისკენ ბრუნდებოდნენ. გორგაძის ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ მასზე ციხეში შურისძიება და ანგარიშსწორება სწორედ ამ ფაქტის გამო დაიგეგმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)