20:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 15:16:35, 467 ნახვა

სამართალი
შსს-მ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს.

დღეს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გათიშული იყო, რის გამოც ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე ემსახურებოდა. მიზეზი სავარაუდო კიბერშეტევა გახდა. სავარაუდო კიბერშეტევაზე დღეს ჟურნალისტებთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება უნდა დაიწყოს. „ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები არის „საქართველოს ბანკის“. სავარაუდოდ, არის კიბერშეტევა. როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკს“ რამდენიმე კომპანია ემსახურება: შპს „აზრი“, შპს „პლუსი“.კიბერშეტევა, საიდან, ვისი ჩართულობით და როგორ განხორციელდა, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს. გამოძიება კიბერშეტევაზე უნდა დაიწყოს“, - განაცხადა კალაძემ.

თავდაპირველად ინფორმაცია მოქალაქეებმა გაავრცელეს, რომლის თანახმად, თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებში საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, პოლიტიკოსების სხვადასხვა შინაარსის ხმოვანი შეტყობინებები იყო ჩართული. აღნიშნულს მერია გამოეხმაურა და განმარტა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლები ოპერატიულად დაიწყებდნენ მუშაობას, აპარატები ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვებოდა, გათიშვის პერიოდში კი ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურებოდა.

ამ ეტაპზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგენილია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics