20:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 12:48:31, 377 ნახვა

სამართალი
შსს - პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ლ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც შსს ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics