20:44 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 15:48:02, 489 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ახობაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ასევე გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება, გადაეცემა თუ არა საქმე არსებითად განსახილველად.

პროცესს ბრალდებული გიორგი ახობაძე ესწრება და აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი თქმით, ის არ არის პასუხისმგებელი ნარკოტიკული ნივთიერებების აღმოჩენაზე, რადგან მისი მტკიცებით, ისინი მისგან არ მომდინარეობდნენ.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს“, - განაცხადა გიორგი ახობაძემ.

როგორც დეფენდანტმა განმარტა, ის არის ექიმი, კერძოდ, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. ახობაძის თქმით, მუშაობა განაგრძობდა ამ პროფესიით, თუმცა გაჩერება ჰქონდა მხოლოდ იმ პერიოდში, როცა ავადმყოფ დედას უვლიდა, „როცა ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტს ვუვლიდი“.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics