07:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 17:39:17, 624 ნახვა

საზოგადოება
ლევან იოსელიანი - საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც არ იტყუება

მოგონილი ტყუილია, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია გამოვაქვეყნე,  ბევრი განმარტება გავაკეთე, სისტემური ხასიათი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რომელიც თავის თავში მოიცავს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს, მათ შორის წამებას, წამების მუქარას, არაადამიანურ მოპყრობას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანს კითხვა დაუსვეს „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ განცხადებაზე, რომ ის ჯეროვნად არ ასრულებს თავის მოვალეობას, რადგან სისტემურ ძალადობად არ შეაფასა აქციების დროს დაზარალებულების მდგომარეობა.

„ათზე მეტი განცხადება გავავრცელე, სადაც ვამბობ, რომ პასუხისმგებლობა პოლიციას და ხელისუფლებას ეკისრება, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც უნდა გამოიძიოს ეს საკითხი. საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც ყველა სოციალურ საცხოვრისში, თავშესაფარში ნამყოფია, ყველას პრობლემა იცის და ყველაფერზე საჯაროდ ლაპარაკობს და არ იტყუება“, – განაცხადა იოსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics