08:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 14:22:09, 359 ნახვა

სამართალი
პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ.

პროკურატურის ცნობით, ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება და ექსპერიმენტი, რომელზე დაყრდნობითაც ამბობენ, რომ გამორიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა.

მათივე ცნობით, ჩატარდა გამოძიება მარკირების სითხესთან დაკავშირებითაც.

„ჩატარებული კვლევით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მარკირების სითხე ხელის თითის ფრჩხილზე და კანზე დატანის შემთხვევაში, ულტრაიისფერი სხივებით დანათებით ლუმინისცირებას (ნათებას) ინარჩუნებს არანაკლებ 12 საათის განმავლობაში, ხელის მრავალჯერადი დაბანის შემთხვევაშიც კი.

ყველა იმ პირს, ვინც მიუთითებდა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, მიეცა შესაძლებლობა მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია თუ მტკიცებულებები, მათ მიერვე გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საჯაროდ გაცხადებული სურვილისა, გამოძიებასთან თანამშრომლობის თაობაზე, მათმა დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა, ნაწილმა კი საერთოდ უარი განაცხადა თანამშრომლობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათი მტკიცებით, მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა გამოსადეგი ინფორმაცია.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია ოთხასამდე ფიზიკური პირი და მოწმეთა გამოკითხვის პროცესი ამჟამადაც გრძელდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო გამოსაკითხ პირებს ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოსთან და წარმოადგინონ ნებისმიერი სახის მტკიცებულება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, რომლის შედეგებთან დაკავშირებითაც პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას“, – განაცხადა ბრიფინგზე პროკურორმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics