|
2024-12-18 12:50:35, 277 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, თანხმობა მიწის ნაკვეთების დამატებით 5 269 სარეგისტრაციო განაცხადზე გაიცა
თბილისის მერიამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მისცა თანხმობა, დამატებით 5 269 სარეგისტრაციო განაცხადზე მიიღოს გადაწყვეტილებები და მოახდინოს მიწების რეგისტრაცია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებები შეეხება ახალდაბის, კოჯრის, კიკეთის და წყნეთის სისტემურ არეალებში შემავალ მიწებს. კახა კალაძის განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან 2023 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის 12 გეოგრაფიულ არეალში დაწყებული სისტემური რეგისტრაციის პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
მისივე ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკვე მიეცა თანხმობა, დაახლოებით, 13 351 სარეგისტრაციო წარმოებაზე გასცეს შესაბამისი დოკუმენტი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)