18:40 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 17:16:28, 400 ნახვა

საზოგადოება
მამა შალვა კეკელია - ქვეყნის ერთგული ვარ - ვინაა რუსი? - ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა - წყეული იყოს

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას მართავდნენ, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მხარეებს შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა სამღვდელოების წარმომადგენლებს კითხვით მიმართეს, თუ რატომ არ საუბრობს ეკლესია აქციებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით.

„გამოვედი და ხალხში ვდგავარ, მე სულ ხალხში ვიდექი მთელი ჩემი ცხოვრება. ვაპროტესტებ, საშინელებაა, საშინელებაა ეგ არის საშინელება - ადამიანის ცემაზე ცუდი დედამიწაზე არაფერი არ არის. ადამიანის მიერ სხვა ადამიანზე ხელის აღმართვა და ბავშვის გალახვა, ღვთის გმობა და ადამიანის გმობაა. ეს არ შეიძლება.

ვთქვი ეს ქადაგებაში და დავგმე კიდევაც, გავაპროტესტე ბავშვების ცემა, ვინ არ გააპროტესტა? პირველი მე ვთქვი, როდესაც გალახეს ბავშვი, გავაპროტესტე. ქაშვეთთანაც ვიდექი, პარაკლისზეც ვიყავი ქაშვეთში. ყველამ გააპროტესტა.

ყოველდღე ვიხდი პარაკლისებს, ყოველდღე ვლოცულობ, ყოველღამე ვლოცულობ, ერთი წუთი არ მძინებია, ჩემი ქვეყნისთვის და ერისთვის. მღვდელი რომ დასჭირდებათ, ჩვენ გვეძახიან. რომ გარდაეცვლებათ შვილი, ვინ უნდა მივიდეს ამ ხალხთან?! გაგვანადგურეთ მაშინ. ეს იყო კომუნისტების დროს, ანადგურებდნენ მღვდლებს. რატომ გვიყვირით აქ ,ეკლესიში? ეკლესიას შეიძლება ეგრე მოექცეთ? ხალხი გვიყვირის. გეკითხებით, არაა თქვენი პატრიარქი ილია მეორე? გავუფრთხილდეთ ქვეყანას. ვინაა რუსი? ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ“,- განაცხადა კეკელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics