2024-12-07 23:10:24, 519 ნახვა
სამართალი
მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს
„ტვ პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული, რომელსაც თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ, კლინიკაში გადაიყვანეს.
ორივე დაშავებული ჟურნალისტი ინგოროყვას კლინიკაში შეიყვანეს. შეწირულს გადაადგილება უჭირს ამიტომ, მისი კლინიკაში შეყვანა სპეციალური ეტლით მოხდა.
ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მას და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს თავს შავფორმიანები პირდაპირ ეთერში დაესხნენ:
ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორს, გიორგი შეწირულს დაზიანებები აქვთ. ამასთან ერთად, ვიდეოში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ტიტუშკების ჯგუფი ფეხებს ურტყამს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,