2024-12-02 19:09:58, 365 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი დაკავებულებზე - სახეზე ეტყობათ ძალადობის კვალი - პოლიცია ხშირ შემთხვევაში არაპროპორციულ ძალას იყენებს
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ავჭალაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში, 1-ელ დეკემბერს აქციაზე დაკავებული 20-მდე პირი მოინახულა.
იოსელიანის განცხადებით, დაკავებულებს სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ.
მისივე თქმით, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშიც ასეთივე ვითარებაა.
„ფაქტია, რომ პოლიცია მომიტინგეთა დაკავებისას ხშირ შემთხვევაში არაპროპორციულ ძალას იყენებს; სახეზევე ეტყობათ ადამიანებს ამ ძალადობის კვალი. უკვე მრავალგზის მოვუწოდე შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას მოქალაქეების დაკავების მომენტში, ხოლო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ასეთ შემთხვევებზე დროული რეაგირება იქონიოს“,- აცხადებს იოსელიანი, რომლის კომენტარსაც ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,