2024-10-31 11:25:53, 508 ნახვა
რეგიონი
სოფელ თეძმისხევში მისასვლელ გზაზე ასფალტ/ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თეძმისხევში მისასვლელ გზაზე, რომლის სიგრძე 1 712 მეტრია, ასფალტ/ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტს რეგიონის განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს, ხოლო სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.
პროექტი გარდამავალია და 2025 წელს დასრულდება.
ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),