23:45 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-20 13:49:39, 1155 ნახვა

ომი უკრაინაში
გლუშკოვსკის რაიონში სეიმის გადასასვლელი პონტონი გაუჩინარდა

კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონში, მდინარე სეიმის სატელიტური სურათებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განადგურებულ ხიდთან აშენებული პონტონური გადასასვლელი აღარ ჩანს. ახლა მის ადგილას კვამლი ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამას მოწმობს NASA FIRMS სისტემის მიერ 19 აგვისტოს გადაღებული ახალი სატელიტური სურათები.

“გადასასვლელი მდებარეობდა სოფლებს - ზვანნოესა და გლუშკოვოს შორის. სოფელ გლუშკოვოს აღმოსავლეთით რუსი სამხედროების მიერ აგებული  მეორე პონტონური გადასასვლელი სატელიტურ ფოტოებზე ჯერ კიდევ ჩანს.

რუსეთის არმიამ მდინარე სეიმზე პონტონური გადასასვლელების მოწყობა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინულმა ჯარებმა სამხრეთიდან  ამ ტერიტორიაზე არსებულ ხიდებს შეუტიეს.

ხიდების ნგრევა ართულებს რუსული ჯარებისთვის იარაღის მიწოდებას და მკვეთრად ამცირებს მათი უკან დახევის ვარიანტებსაც.

გლუშკოვოს რაიონის სოფელ კარიჟის მახლობლად, მესამე და ბოლო ხიდზე გუშინ მომხდარი თავდასხმის კომენტირებისას რუსი სამხედრო ბლოგერები წერდნენ, რომ სეიმის გასწვრივ აშენებული პონტონური გადასასვლელები საკმარისი იქნებოდა რუსული ჯარებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics