16:21 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-16 17:04:17, 818 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - კურსკის ოლქში უკრაინის მოქმედებები სამართლიანი მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის ჩართვისთვის არის საჭირო

უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთის ტერიტორიების ოკუპაციით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

პოდოლიაკის თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის მოქმედებები საჭიროა, რომ რუსეთი სამართლიანი მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს.

„უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსული ტერიტორიების ოკუპაციით - ეს ცხადია, რადგან უკრაინა მხოლოდ თავდაცვით ომს აწარმოებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. თუმცა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოტენციურ მოლაპარაკებებზე - ხაზს ვუსვამ პოტენციურს - ჩვენ მოგვიწევს რუსეთის დასმა მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენს პირობებზე. ჩვენ საერთოდ არ ვაპირებთ ხვეწნას: „გთხოვთ, დასხედით მოლაპარაკებებზე“.

ამის ნაცვლად, გვაქვს იძულების გამოცდილი, ეფექტიანი საშუალებები. ეკონომიკურ და დიპლომატიურთან ერთად, ეს არის ასევე სამხედრო ინსტრუმენტი. რუსეთს მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხი უნდა მივაყენოთ. კურსკის რეგიონში ჩვენ ნათლად ვხედავთ, როგორ გამოიყენება ობიექტურად სამხედრო ინსტრუმენტი რუსეთის დასარწმუნებლად, ჩაერთოს სამართლიანი მოლაპარაკებების პროცესში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში და არა ტრადიციულ რუსულ პროპაგანდასა და კაპიტულაციის შანტაჟში“, - წერს პოდოლიაკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics