12:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 19:58:35, 658 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში ტრასეკას საგზაო უსაფრთხოების პროექტის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ტრასეკას ეროვნული მდივანი საქართველოში დავით ხუციშვილი ტრასეკას საგზაო უსაფრთხოების პროექტის დასკვნითი რეგიონალური შეხვედრას დაესწრო, რომელიც 18 თებერვალს  თბილისში, სასტუმრო ,,ძველ თბილისში“ გაიმართა.  

ღონისძიებაში,  რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობდნენ ტრასეკას საგზაო უსაფრთხოების პროექტის 9 ბენეფიციარი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და ტრასეკას გენერალური მდივანი. 

„ტრასეკას საგზაო უსაფრთხოება II“-ის პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობდა 2014-15 წლებში, რომლის ბენეფიციარ ქვეყნებს წარმოადგენენ: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი. 

აღნიშნული პროექტი რეგიონალური მნიშვნელობისაა და მიზნად ისახავს ტრასეკას რეგიონის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საერთო დონის ამაღლებას. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გასული ორი წლის განმავლობაში ჩატარდა რიგი ღონისძიებები, სემინარები და შეხვედრები სახელმწიფო კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა ზემოხსენებულ ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების ხელისშემშლელი კონკრეტული ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებითაც ექსპერტების მიერ შემუშავდა გარკვეული რეკომენდაციები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics