16:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-15 09:25:07, 586 ნახვა

ომი უკრაინაში
გენშტაბი - უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომს დაარტყეს

უკრაინელმა სამხედროებმა ერთდროულად რუსეთის 4 სამხედრო აეროდრომს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ აეროდრომებზე ბაზირებულია არმიის ავიაცია, "სუ-34" და "სუ-35" გამანადგურებელი ბომბდამშენი და სხვა სამხედრო თვითმფრინავები.

"14 აგვისტოს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად, იერიში მიიტანეს ვორონეჟის 4 აეროდრომზე - რუსეთის ფედერაციის კურსკის და ნიჟნინოვგოროდის ოლქებში. დაზიანდა სამხედრო აეროდრომები - „ხალინო“, „სავასლეიკა“, „ბორისოგლებსკი“ და „ბალტიმორი“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics