03:03 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-01 17:08:46, 584 ნახვა

რეგიონი
აჭარაში, გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

აჭარაში, გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტი სამ ეტაპად განხორციელდა და საერთო ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 6 კმ-მდე საავტომობილო გზას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განხორციელებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

"დღეს გავხსენით მახოს ხიდის და გონიოს ხიდის დამაკავშირებელი გზა. მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გზა განტვირთავს ფრიდონ ხალვაშის გამზირს და მისცემს საშუალებას ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილდნენ უსაფრთხოდ და კომფორტულად. ამ გზის მშენებლობასთან ერთად, აჭარაში ძალიან ბევრი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა ძალიან აქტიურად ხორციელდება და წელს დავამთავრებთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღეს გაიხსნა 2,2 კმ სიგრძის საავტომობილო გზა, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო სხვადასხვა სახის გზის დამცავი ნაგებობა, ბეტონის საყრდენი კედლები, რკინა-ბეტონის მილები, თვალამრიდები.

"ასევე, მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე მნიშვნელოვანი ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა. აღნიშნული მიმართულება ალტერნატიული გზის ფუნქციასაც შეითავსებს, რაც ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს. ახალი გზის რეაბილიტაციის დასრულების პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ცინარიძე , ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე გაეცნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics