2024-06-24 17:48:29, 527 ნახვა
ომი უკრაინაში
EU-მა რუსეთის გაყინული აქტივებიდან უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 1.4 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა
ევროკავშირმა რუსეთის გაყინული აქტივებიდან უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 1.4 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
გამოცემა ასევე წერს, რომ თანხა უკრაინის დახმარების ფონდის საშუალებით ჩაირიცხება, რომელსაც უნგრეთი ბლოკავს, თუმცა, ევროკავშირის საბჭოს იურიდიული სამსახური განმარტავს, რომ ბუდაპეშტი ვერ შეძლებს აღნიშნული ტრანშის შეჩერებას, რადგან მას ფონდის დასაარსებლად გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
Politico-ს ცნობით, აღნიშნული თანხა საბრძოლო მასალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების პირდაპირი წესით შესყიდვებს მოხმარდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,