14:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-14 16:38:47, 1751 ნახვა

სამხედრო
ქართულ-პოლონური სპეციალური ოპერაციების რეინჯერთა ასეულის ერთობლივი მომზადების მორიგი ფაზა წარმატებით დასრულდა

საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ქვედანაყოფის ჯგუფებსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობას შორის საერთო მომზადების მორიგი ფაზა წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვედანაყოფებმა მუხროვანში ერთობლივი საჩვენებელი სწავლება - რეიდის ოპერაცია განახორციელეს.

"ქართულ-პოლონური მრავალეროვნული სპეციალური ოპერაციების სახმელეთო დავალებათა ჯგუფმა ტაქტიკურ დონეზე დადებითი (GEO-POL MNSOLTG) შეფასება მიიღო და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) 2024 წლის როტაციაში სერტიფიცირებისთვის მომზადების შემდეგ დონეზე გადავიდა. 

ქართულ-პოლონური სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების ერთობლივ სწავლებას სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრო.

მან პირად შემადგენლობას ნატოს რეაგირების ძალებში სერტიფიცირებისთვის ტაქტიკურ დონეზე შეფასების წარმატებით გავლა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მუხროვანის ბაზაზე სტუმრებმა ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოინახულეს. 

საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის ერთი ასეული ნატოს რეაგირების ძალებში (NRF) ჩართვისთვის უკვე მომზადებული და სერტიფიცირებულია.

ამჟამად, სერტიფიცირებისთვის შესაბამის ეტაპებს საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის სახმელეთო დავალებათა რიგით მეორე ჯგუფი გადის",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics