2024-06-01 14:51:40, 581 ნახვა
ომი უკრაინაში
„უკრჰიდროენერგო“ - რუსების შეტევის შედეგად, უკრაინის 2 ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა
რუსების შეტევის შედეგად, უკრაინის 2 ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „უკრჰიდროენერგო“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ცეცხლი უკრაინის 5 რეგიონში არსებულ ენერგეტიკულ ობიექტებსაც გაუხსნეს.
„კიდევ ერთი უკიდურესად მძიმე ღამე უკრაინის ენერგეტიკული ინდუსტრიისთვის. მტერმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის 5 რეგიონში არსებულ ენერგეტიკულ ობიექტებს, ასევე 2 ჰიდროელექტროსადგურს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა სადგურებთან. ჰიდროელექტროსადგურების თანამშრომლები მუშაობენ შედეგების აღმოფხვრაზე. რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ განადგურდა "კახოვკას" ჰესი, გაისროლეს 110-ზე მეტი რაკეტა ყველა ჰესის და „უკრჰიდროენერგოჰესის“ მიმართულებით“, - წერია კომპანიის განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,