2024-05-31 12:30:36, 560 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ კიევის დაბომბვის შედეგად სატრანსფორმატორო ქვესადგური განადგურდა
რუსეთის მიერ კიევის დაბომბვის შედეგად კიევის ერთ-ერთ რაიონში სატრანსფორმატორო ქვესადგური განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC უკრაინულ ენერგეტიკულ კომპანიაზე - DTEK დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, კიევის ზოგიერთი რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
„რაკეტის ნამსხვრევებმა დღეს დილით ელექტროქსელები დააზიანა და მთლიანად გაანადგურა სატრანსფორმატორო ქვესადგური დედაქალაქის გოლოშეევსკის რაიონში", - წერს მედია DTEK-ზე დაყრდნობით.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 08:10 საათზე კომპანიამ მოახერხა მოსახლეობის უმეტესობისთვის ელექტროენერგიის აღდგენა, თუმცა ელექტროენერგიის გარეშე რჩება 10 კერძო სახლი და ერთი კომერციული ფართი.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ პარასკევს ღამით, კიევზე განხორციელებული ყველა რაკეტა ჩამოაგდო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,