15:08 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 15:47:10, 793 ნახვა

ომი უკრაინაში
Reuters - პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა სურს

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ფრონტის ხაზებზე ცეცხლის შეწყვეტა სურს. ამის შესახებ Reuters-ი ოთხ ანონიმურ რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, პუტინი მზად არის, შეაჩეროს ომი უკრაინაში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გზით, რომელიც ბრძოლის ველზე არსებულ ამჟამინდელ ხაზებს აღიარებს.

წყაროების განცხადებით, კიევისა და დასავლეთისგან უარის შემთხვევაში კი, რუსეთი ბრძოლის გასაგრძელებლად მზადაა. 

"პუტინს შეუძლია, იბრძოლოს რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, მაგრამ პუტინი ასევე მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, ომის გაყინვისთვის",- აცხადებს ერთ-ერთი წყარო სააგენტოსთან საუბრისას.

Reuters-ს სამი წყარო, რომელიც პუტინის გარემოცვაში წარმოებული დისკუსიებს იცნობს, ეუბნება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მრჩეველთა მცირე ჯგუფთან იმედგაცრუება გამოთქვა დასავლეთის მხარდაჭერილ მცდელობებთან დაკავშირებით, ჩაშალონ მოლაპარაკებები.

სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით ასევე უთითებს, რომ პუტინი უკმაყოფილოა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, მოლაპარაკებები გამორიცხულია.

Reuters-ი წერს, რომ აღნიშნულ საკითხზე სულ 5 ადამიანთან ისაუბრა, თუმცა ომის გაყინვასთან დაკავშირებით მეხუთე წყაროს კომენტარი არ გაუკეთებია.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარის მოთხოვნაზე პასუხად თქვა, რომ "პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა დიალოგისთვის თავისი მიზნების მისაღწევად და რომ ქვეყანს არ სურს "მარადიული ომი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics