10:50 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-23 16:24:53, 389 ნახვა

რეგიონი
Air Baltic-ის საბორტო ჟურნალში ბათუმზე სტატია გამოქვეყნდა

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. „ბათუმი - ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულება“ ამ სათაურით სტატია ავიაკომპანია Air Baltic-ის საბორტო ჟურნალში გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, საიმიჯო სტატიაში საუბარია მთისა და ზღვის პროდუქტების სინთეზზე, მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებზე, ასევე ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებზე.

„არ აქვს მნიშვნელობა ისტორიით ხართ დაინტესებული, არქიტექტურით, ბუნებით თუ უბრალოდ ზღვის სანაპიროზე დასვენებით, ბათუმს ყველა კატეგორიის ტურისტვისთვის აქვს შესათავაზებელი პროდუქტი“, - ნათქვამია სტატიაში.

„სტატიას მკითხველი საბორტო ჟურნალის მაისი-ივლისის ნომრებში გაეცნობა.

ავიაკომპანია Air Baltic 70-ზე მეტ მარშრუტს ახორციელებს ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებიდან, ევროპის, სკანდინავიის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით.

ჟურნალი Baltic Outlook მგზავრებს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ, აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან, სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტის შეძენას. ჟურნალს საშუალოდ 300,000 მგზავრი ეცნობა. საიმიჯო სტატიის გამოქვეყნება იგეგმება ავიაკომპანია Wizz Air-ის საბორტო ჟურნალებშიც“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics