21:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 18:45:33, 1442 ნახვა

კომენტარი
გიული ალასანია სასამართლოზე - ძალიან მინდა მათ იგრძნონ პასუხისმგებლობა ისტორიის წინაშე, რადგან დღეს აქ იწერება ჩვენი ისტორია

ძალიან მინდა მათ იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა ისტორიის წინაშე, რადგან დღეს აქ იწერება ჩვენი ისტორია, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, გაჭიანურებული იყო დიაგნოსტიკის პროცესი, აქედან გამომდინარე დადგა დღე, როდესაც მიღებული უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება.

"ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ძალიან მინდა მათ იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა ისტორიის წინაშე, რადგან დღეს აქ იწერება ჩვენი ისტორია... ძალიან გაწელილი იყო დიაგნოსტიკა ეს პროცესი თავისთავად ბოლოს და ბოლოს დადგა ეს დღე, როდესაც მიღებული უნდა იყოს გადაწყვეტილება, ყველაფერი შესაძლებელია", - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დიდი ალბათობით მოსამართლე გიორგი არევაძე ისტორიულ გადაწყვეტილებას სხდომის დასრულების შემდგომვე გამოაცხადებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics