21:58 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-07 11:57:32, 573 ნახვა

სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყვარლის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სპეციალისტი და ერთი მოქალაქე დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, მოქალაქისგან,  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4506 კვ/მ მიწის  ნაკვეთის იჯარით გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 18 000 აშშ დოლარი მოითხოვეს.

მათივე ცნობით, დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 - ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6 დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics