03:40 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 22:45:49, 2215 ნახვა

კომენტარი
კირთაძე დაკავებულ თავდამსხმელზე - დიდი ალბათობით, ჯოხს ამ ერთ ადამიანზე გადატეხავენ

როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" აპირებს ჯოხის მთლიანად გადატეხვას ამ ერთ ადამიანზე, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ჩვენი მიზანი. რა თქმა უნდა, იქვე, საგამოძიებო უწყებებში, კრიმინალურ პოლიციაში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ძალიან ღიად დავაფიქსირე, რომ ჩვენი მიზანი არის ამ ყველაფრის ორგანიზატორების გამოვლენა, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი კირთაძემ.

მისივე თქმით, ეს არის იმ მთავრობის პროვოკაცია და  ხელწერა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში სიძულვილს და ზიზღს აღვივებს, რათა ადამიანს ხელი შეეშალოს აქტიური სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაში. მან დასძინა, რომ იმედი არ აქვს საქმის გამოძიების, ვინაიდან მას მიაჩნია, რომ ეს დავალება მაღალჩინოსნების მიერ არის გაცემული და მათი თანამშრომლები ამ საქმეს არ გამოიძიებენ ჯეროვნად.

"იმ ადამიანების, ვინც წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში სიძულვილსა და ზიზღს აღვივებს, აწყობს პროვოკაციას, ცდილობს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ხელი შეუშალოს აქტიური სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაში და ა.შ. ამის იმედი, რა თქმა უნდა, არ მაქვს, წარმოუდგენელია როცა მაღალჩინოსნები გასცემენ დავალებას და მერე მათი თანამშრომლები ამ საქმეს იძიებენ და საქმე ჯეროვნად იქნეს გამოძიებული. ეს მოლოდინი არ მაქვს და ეს პირდაპირ ვუთხარი გამომძიებლებს... წარმოუდგენელია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, ბოლომდე მიყვანაში ვგულისხმობ რა თქმა უნდა იმ ხალხის გამოვლენას, ვინც გასცემს ხოლმე ამ ტიპის დავალებებს. მარტივად რომ ვთქვა, არ მაქვს მოლოდინი რომ ეს საქმე იქნება ჯეროვნად გამოძიებული. უდიდესი ალბათობით, ჯოხს გადატეხავენ ამ ერთ ადამიანზე" - განაცხადა კირთაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics