19:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-07 13:33:06, 2219 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ლონდონში „სახმელეთო ომის კონფერენციას“ დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა. ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის - RUSI-ს მიერ ორგანიზებულ „სახმელეთო ომის კონფერენციას“ დაესწრო. კონფერენციაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა პატრიკ სანდერსმა უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებს. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის განვითარების გეგმებსა და საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე.

ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა გენერალ პატრიკ სანდერსს მადლობა გადაუხადა სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერისთვის, მათ შორის კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics