14:44 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-07 15:11:51, 1693 ნახვა

სამხედრო
ნატოს გენერალური მდივანი უკრაინაში ომის უფრო გამწვავებას ელოდება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უახლოეს კვირებში უკრაინაში ომის შემდგომ ესკალაციას ელის.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება Deutsche Welle.
ამავე დროს, სტოლტენბერგმა მხარი დაუჭირა უკრაინას იარაღის მიწოდების გაგრძელებას.

”გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, მაგრამ უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე”, - თქვა მან.

ამასთან, სტოლტენბერგმა გააფრთხილა რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

„ჩვენი გზავნილი ცალსახაა: ატომური იარაღის გამოყენება გამოიწვევს იმ ფაქტს, რომ ყველა მხარეს იქნება მხოლოდ ისინი, ვინც ომს მწარედ წააგეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ატომურ ომის ვერავინ ვერ მოიგებს და იგი არავინ უნდა აწარმოოს, მათ შორის რუსეთმა".

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციას არ გააჩნია რაიმე მონაცემი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ატომური არსენალი უკრაინაში რუსული შეჭრის დაწყების შემდეგ მზადყოფნის უმაღლეს დონეზე იყო მიყვანილი, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მუქარისა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics