2022-03-06 02:35:09, 978 ნახვა
სამხედრო
კიევში აფეთქებების ხმა ისმის
უკრაინის დედაქალაქში დაახლოებით 00:00 საათზე აფეთქებები გაისმა, სააგენტო უნიანის ცნობით აფეთქებები რამდენიმე რაიონშიისმის.
ამის შესახებ თვითმხილველებმა განაცხადეს, რომლებიც ახლა კიევში იმყოფებიან.
ქალაქში განგაშია გამოცხადებული. დედაქალაქის ყველა მაცხოვრებელს მოუწოდეს დაუყონებლივ წასულიყვნენ თავშესაფრებში.
გენერალური შტაბის ცნობით, მტერი ავიაციის მხარდაჭერით აგრძელებს შეტევითი ოპერაციას უკრაინის წინააღმდეგ და იყენებს მაღალი სიზუსტის იარაღს. დამპყრობლებმა ძირითადი ძალისხმევა მიმართეს ქალაქების კიევისა და ხარკოვის ალყაში მოქცევას. გარდა ამისა, მტერი აპირებს მიაღწიოს ადმინისტრაციულ საზღვრებს ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში და შემდგომ შექმნას სახმელეთო დერეფანი ოკუპირებულ ყირიმთან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,