20:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 11:41:03, 1286 ნახვა

სამხედრო
Agile Spirit 2021-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი დასრულდა

სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების Agile Spirit 2021-ის სამეთაურო-საშტაბო ნაწილის დახურვის ცერემონია გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინსიტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, Agile Spirit 2021-ის ფარგლებში საველე წვრთნები კი, 6 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება და სხვადასხვა საწვრთნელ რაიონში აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

,,სამეთაურო-საშტაბო კომპონენტის მიმდინარეობას სწავლების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და პოლკოვნიკი კრის მარშალი ადგილზე დააკვირდნენ. მათ განხორციელებული აქტივობების შესახებ სპეციალურად გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს და სამეთაურო-საშტაბო კომპონენტში წარმოდგენილ 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ. მოგვიანებით კი, სწავლების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა სწავლების სამეთაურო-საშტაბო კომპონენტში ჩართულ პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადეს, წარმატებები უსურვეს და საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა და პარტნიორობა ხაზგასმით აღნიშნეს. დასასრულს, წვრთნებში ჩართული სამხედრო მოსამსახურეები Agile Spirit 2021-ის სამახსოვრო დაფებითა და კოინებით დააჯილდოვეს.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიზნად ისახავდა ბრიგადის დონის ქვედანაყოფში გაერთიანებული ძალების კოორდინაციასა და ტაქტიკურ საბრძოლო ძალად ჩამოყალიბებას, თავდაცვით და სტაბილურობის ოპერაციებს, საცეცხლე მხარდაჭერას, სიტუაციური მოქმედებების კონტროლს, ასევე მართვასა და კონტროლს ინტეგრირებული სტაბილურობის ოპერაციებში. სამეთაურო-საშტაბო კომპონენტის სწავლებაში Agile Spirit 2021-ში მონაწილე 15-ვე ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩართული.

მე-10 საიუბილეო სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება’’. - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics