|
2021-07-09 23:28:40, 3696 ნახვა
კომენტარი
ელენე ხოშტარია 5 ივლისის მოვლენებზე - ეს არის ტრაექტორია, რომელიც გაიარა რუსეთმა
„ეს არის ტრაექტორია, რომელიც გაიარა რუსეთმა“, - ამის შესახებ მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ზიანის მასშტაბი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ძალიან დიდი და გრძელვადიანია. „ზიანის მასშტაბი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ძალიან დიდი და გრძელვადიანია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეიძლება გვეჩვენებოდეს, წარსული დღეებია. რამდენად გრძელვადიანი და რამდენად დიდი, დამოკიდებულია, მათ შორის, ჩვენზე - ამ ყველაფერს რითი ვუპასუხებთ და რამდენად შევძლებთ, რომ ეს ტრაექტორია შემოვაბრუნოთ. ეს გზა პირდაპირ მიდის გადაჩეხვამდე, აქ ორი აზრი არ არსებობს. რეალურად, თავი რომ დავანებოთ ადამიანის უფლებების დაცვას, რაც ახალი არ არის, რომ ეს ხელისუფლება იცავს უფლებებს იმის მიხედვით, თუ ვინ მოსწონს და ვინ არ მოსწონს, თავი რომ დავანებოთ კონსტიტუციის დაცვას, რომელსაც ასევე იყენებს ისე, როგორც აწყობს, რეალურად ხელისუფლების მხრიდან მოხდა ქვეყნის დესტაბილიზაცია - აიღეს და ქვეყანას ჩაარტყეს დიდი ურო. ვინმე ერთი კონკრეტული კი არა, მთლიანად ქვეყანა წაიყვანეს დესტაბილიზაციაზე. ეს არის გარდაუვალი ტრაექტორია, რომელიც გაიარა რუსეთმა. უცმირესობების თემით სპეკულირება და ამის გამოყენება ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად, ვითომ ტრადიციების დასაცავად, ეს არის კლასიკური დეკლარილებული რუსული სცენარი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)