17:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 18:48:47, 635 ნახვა

კომენტარი
ლაშა შუბითიძე სოციალურ ქსელში სამხედრო პოლიციელების მიერ ჩადენილ სამოქალაქო გმირობას ეხმიანება და ჯარისკაცებს მადლობას უხდის

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა შუბითიძე სოციალურ ქსელში სამხედრო პოლიციელების მიერ ჩადენილ სამოქალაქო გმირობას ეხმიანება და ჯარისკაცებს მადლობას უხდის.

მოქალაქე მიიჩნევს, რომ ჯარისკაცები გმირობას, მხოლოდ ბრძოლის ველზე არ ჩადიან. ის მიმართავს თავდაცვის სამინისტროს იამაყოს ამ ღირსეული ჯარისკაცებით:

„ქართველმა ჯარისკაცებმა ჩემი საფულე იპოვეს და დამიბრუნეს, თანხა 1200$ დოლარი და საბუთები ადგილზეა. ბიჭებს დიდ მადლობას გადავუხდი და საქმენი საგმირონი მე მგონი მარტო ბრძოლის ველზე არ კეთდება, ჩემი გადმოსახედიდან ამ ბიჭების ქმედება გმირობასთან გაიგივებულია, მეც სამი ვაჟკაცის მამა ვარ და ჩემი შვილებისთვის ეს სიკეთის კეთების მაგალითად უნდა იქცეს. კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას გადავუხდი ქართველ ჯარისკაცებს და ჩემი აზრით, ბიჭების ეს საქციელი თავდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა დაუფასოს, რადგან ასეთი ადამიანები არა მარტო საქართველოში, არამედ პლანეტაზეც ერთეულები არიან და თავდაცვის სამინისტრომ უნდა იამაყოს ამ ჯარისკაცებით, რომლებმაც ასეთი ღირსეული საქციელი ჩაიდინეს, ვფიქრობ ეს ყველასთვის უნდა იყოს მაგალითი“, - აცხადებს შუბითიძე.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics