17:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 13:13:29, 1024 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე „ღირსების მარშზე“ – 5-ში თუ გადიხარ, ამას სხვებისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის აკეთებ

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშს“ სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ადამიანების გარკვეულ ჯგუფს უნდა ქუჩაში ერთად გავლა და ამით რაღაც სათქმელის თქმა

მათ არ აძლევენ ამის უფლებას და ემუქრებიან რომ ფიზიკურად გაუსწორდებიან
რამდენიმე წლის წინ მსგავსი მუქარა სისრულეში მოიყვანეს და ტაბურეტკები გადაამტვრიეს თავზე

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას ითხოვენ ეს ადამიანები

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა შეიძლება მოითხოვონ მომავალში

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა დღის წესრიგი აქვთ დასავლეთში ლგბტ ჯგუფებს, ეთანხმები ამ დღის წესრიგს თუ არა

ადამიანებს უნდათ ქუჩაში გავლა, ამით რაღაცის თქმა და ამის გამო მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე, ესაა აქ მთავარი

თუ პირადი უსაფრთხოების ან პოლიტიკური მიზანშეწონილობის ან საკუთარ სოციუმთან დისკომფორტის არ შექმნის გამო არ გინდა ამის დანახვა, მხარის არ დაჭერის მიზეზს ყოველთვის იპოვი

სულ ტყუილად გგონიათ, რომ თქვენი გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და გარანტირებული ამ ქვეყანაში

დღეს გადაჯეგავენ ერთს, ხვალ გადაჯეგავენ ვისაც გაუსწორდებათ
5-ში თუ გადიხარ, ამას სხვებისთვის არ აკეთებ - საკუთარი თავისთვის აკეთებ“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics