22:10 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-28 10:25:29, 1783 ნახვა

კომენტარი
მეუფე სპირიდონი „თბილისი პრაიდზე“ - ქუდზე კაცი უნდა გავიდეს, გათახსირებას არ მისცეთ ადგილი

ქუდზე კაცი უნა გავიდეს, რომ არ მისცეს ამ გარყვნილ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა დაატეხონ თავზე, - ამის შესახებ სხალთელმა ეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მეუფე სპირიდონმა საკვირაო ქადაგებაზე საზოგადოებას მოუწოდა, არ მისცენ ორგანიზატორებს ღირსების მარშის ჩატარების უფლება.

„ვიღაც ბოდიში და სოდომისტებს და ნამუსგარეცხილ ხალხს ავყვეთ? ეს გვინდა, საქართველო გავანადგუროთ? ამიტომ ყოველი კაცი, ქუდზე კაცი გავიდეს, დადგეს იქ, რომ არ მისცეს იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა და განადგურება დაატეხონ თავზე. ამიტომ, მე პირადად, როგორც მღვდელმთავარი, როგორც რიგითი ქართველი, ყველას მოგიწოდებთ, რომ გახვიდეთ, დადგეთ იქ და ამ გარყვნილებას არ მისცეთ ადგილი საქართველოში, ამ საშინელ ღვთისრისხვას, გათახსირებას, რომელიც ღვთის რისხვის გამომწვევია და საქართველოს გამანადგურებელი, ამას არ მისცეთ ადგილი“, - აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics