22:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 17:56:13, 728 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი შავგულიძეს: თქვენ, გირგვლიანის უფლებადამცველიდან გადაიქეცით „ნაციონალური მოძრაობისა“ და რურუას ინტერესების დამცველად

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრს შალვა შავგულიძეს პლენარულ სესიაზე უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა, შალვა შავგულიძე არასწორ ინფორმაციას აწვდის საქართველოს პარლამენტს.

„ბატონო შალვა, არ ხართ მართალი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ჩვენების სანდოობის საკითხს ეხმიანებით.

თქვენ არასწორ ინფორმაციას აწვდით საქართველოს პარლამენტს, თითქოს  საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პოლიციელის ჩვენება არ შეიძლება გამოყენებული იყოს მტკიცებულებად.

ეს არის ტყუილი.  თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთი რამ თქვა, გთხოვთ  წაიკითხოთ კონკრეტულად სად არის ეს განმარტებული.

მე კოლეგებს და თქვენ, მოგაწვდით  ზუსტ ინფორმაციას, თუ რა თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ. თუმცა, თქვენ არ ეთანხმებით ისეთ საკითხებს, რომელიც უკვე ჭეშმარიტებაა, მაგალითად მიშელის დოკუმენტი.

თქვენ, გირგვლიანის უფლებადამცველიდან გადაიქეცით  ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს ინტერესების დამცველად და დღეს,  რურუას ინტერესების დამცველად მოგვევლინეთ. 

ამიტომ, თქვენ არ ხართ მორალურად მართალი, როდესაც ასეთ პოზიციებს აჟღერებთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა შალვა შავგულიძის საპასუხოდ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics