22:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-21 23:33:15, 1138 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იყოს

მოქალაქეებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ კონკრეტული ქუჩების გამოყენება, გადაადგილება და ტრანსპორტით სარგებლობა. ამ მიმართულებით მუშაობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ინკლუზიური და ყველასთვის ადაპტირებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

მისი თქმით, წარმოებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული პროექტის შშმ პირებისთვის ადაპტირების კომპონენტი.

გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერის მიზნით, თბილისის მერია სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. მათ შორისაა: სოციალურად დაუცველი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირებისთვის დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში, 641 პირზე ყოველწლიურად 900 ლარი გაიცემა; სოციალურად დაუცველ, 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა დახმარების პროგრამა, რომელშიც ჩართულია 1031 მოზარდი და მათ წლის განმავლობაში 800 ლარი ერიცხებათ; ასევე, მოქმედებს შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა, რომლის ფარგლებში, თითოეულ ბენეფიციარზე 800 ლარის ღირებულების ვაუჩერი გაიცემა.

როგორც თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტი ასევე ახორციელებს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამას, რომლის ფარგლებში ფინანსდება შშმ პირთა ორგანიზაციების პროექტები და მათი ინდივიდუალური საჭიროებები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics