|
2021-06-15 23:26:31, 1063 ნახვა
კომენტარი
ნათია მეზვრიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველსაც შეურაცხყოფას აყენებს
„ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველსაც შეურაცხყოფას აყენებს“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ პირდაპირ ეთერში ზღაპრები მოყვა. „იურისტია ირაკლი კობახიძე, რომელიც გუშინ ეთერში საუბრობდა, თან მაღალი დონის კონსტიტუციონალისტობაზე აქვს პრეტენზია. პირდაპირ ეთერში დანაშაულის ნიშნების შემცველ ინფორმაციას ავრცელებს, ზღაპრებს ჰყვება და როცა ვეუბნებით, რომ დაიწყონ გამოძიება, იმდენად არ სცემს პატივს ინსტიტუტებს, არ აინტერესებს, აკნინებს სამართალდამცავ ორგანოებს, უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, რომ მათ მივმართავთ და ის გვცემს პასუხს, რომ მისი გაცხადებები არ შეიცავს დანაშუალის ნიშნებს. საკუთარ ამომრჩეველსაც შეურაცხყოფას აყენებს „ქართული ოცნება“. გუშინ პირდაპირ გეტყვით, ვუყურებდი მე ამ ადამიანს და სიმართლე გითხრათ, ცოტა შევშფოთდი. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოებაც შეშფოთდა. შემაშფოთა იმან, რომ ასეთი ადამიანები არიან დღეს სახელმწიფო მართვის სადავეებთან, ასეთ ადამიანებს ქვეყნის უსაფრთხოება აბარიათ, ქვეყნსის ბედი აბარიათ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)