01:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 20:52:15, 505 ნახვა

კომენტარი
აზერბაიჯანის საელჩო - არ აყვეთ პროვოკაციებს, გამოიჩინეთ თავშეკავებულობა და პასუხისმგებლობა

„არ აყვეთ პროვოკაციებს, გამოიჩინეთ თავშეკავებულობა და პასუხისმგებლობა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინციდენტი სამართლებრივ დონეზე უნდა შეფასდეს და დამნაშავეები, ინდივიდუალურად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაისაჯონ.

„2021 წლის 16 მაისს აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში სწრაფი რეაგირება მოახდინა დმანისის ქალაქში აზერბაიჯანელების კუთვნილ მაღაზიაზე ომარი მომხდარ თავდასხმაზე.

საელჩოს წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ, შეისწავლეს სიტუაციას და ადგილობრივი სამართალდამცავ ორგანოებსა და  ხელისუფლებას  დაუკავშირდნენ. ინციდენტთან მიმართებით, კანონთან შესაბამისი ზომები ტარდება.

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევის პოლიტიზირება და მისი დახასიათება, როგორც ეთნიკური ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება, არ შეესაბამება საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას. საელჩო თავის თანამემამულეებს მოუწოდებს არ აყვნენ პროვოკაციებს, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და პასუხისმგებლობა.

ინციდენტი სამართლებრივ დონეზე უნდა შეფასდეს და დამნაშავეები, ინდივიდუალურად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაისაჯონ. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამ მოვლენასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო უარყოფითი შედეგი, საელჩო მუმდივ კონტაქტზე იქნება საქართველოს შესაბამის ორგანოებთან.

ძვირფასო თანამემამულეებო. თქვენ ყოველთვის იყავით აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ნათელი მაგალითი. საელჩო ყოველთვის მზადა არის დასახმარებლად ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში და თქვენი სიბრძნისადმი ნდობას გამოხატავს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics