|
2021-05-15 16:55:14, 783 ნახვა
კომენტარი
შალვა პაპუაშვილი ISFED-ის განცხადებაზე - შვიდთვიანი უსაგნო ჯანჯღარიდან რამე მაინც ვისწავლოთ, შევეშვათ „განცდებს“
მოდით რა, ამ შვიდთვიანი უსაგნო ჯანჯღარიდან რამე მაინც ვისწავლოთ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებას. როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ISFED-ის განცხადება „განცდებზეა“ დაფუძნებული. „სამწუხაროა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ნაცვლად იმისა, რომ არჩევნებიდან შვიდი თვის თავზე მაინც გამოაქვეყნოს იმ უბნების სია, სადაც პარალელური დათვლა ჩაატარა და თავი არ აარიდოს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, აქვეყნებს „განცდებზე“ დაფუძნებულ დასკვნას, და ამით „აჩენს განცდას, რომ“ მას, დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ორგანოზე ზეწოლა და მისი დისკრედიტაცია სურს. მოდით რა, ამ შვიდთვიანი უსაგნო ჯანჯღარიდან რამე მაინც ვისწავლოთ, შევეშვათ „განცდებს“, „აღქმებს“, „შთაბეჭდილებებს“, და ვისაუბროთ ფაქტებით და მტკიცებულებებით“, - წერს პაპუაშვილი. ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ნაჩქარევად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამას მოწმობს 5-მარტიდან 14 მაისის პერიოდში რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)