2021-04-09 13:23:06, 634 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - გიორგი ვაშაძეს ნამდვილად სურს, რომ შეთანხმება შედგეს, ვფიქრობ, უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას
„გიორგი ვაშაძეს ნამდვილად სურს, რომ შეთანხმება შედგეს, ვფიქრობ, უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან შეთანხმების საკითხები განიხილოს.
„გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი ის პოლიტიკოსი, რომელსაც სურს, რომ შეთანხმება შედგეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას კოლეგებთან ერთად.
ჩვენ მზად ვართ, ოპოზიციიის ჯანსაღ ნაწილთან განვიხილოთ შეთანხმების საკითხი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,