14:45 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-04 11:28:25, 724 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა.

უწყების ხელმძღვანელმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად აჭარის რეგიონში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბატალიონის ბაზაზე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

მინისტრმა ადგილზე უკვე გარემონტებული ანგარი დაათვალიერა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. ბაზაზე ამჟამად არსებული სასადილოს კაპიტალური რემონტი და გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში ბაზის ტერიტორიაზე უკვე გარემონტდა სპორტული დარბაზი, რომელიც უახლესი სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი, ასევე, მოეწყო სველი წერტილები. ამ ეტაპზე სტადიონის კეთილმოწყობა და ბალახის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები წელს დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics