05:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-02 17:30:12, 983 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - პოზნერი არის ძველი „კაკებეშნიკი“, რომელიც პუტინმა გამოაგორა 2008 წელს

„პოზნერი არის ძველი „კაკებეშნიკი“, რომელიც პუტინმა გამოაგორა 2008 წელს“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოზნერსა და რუსულ პროპაგანდისტებს ქართულმა ახალგაზრდობამ პასუხი გასცა და ეს საამაყოა.

„დელეგაციაში იყო „ტასის“ გენერალული დირექტორი - „ტასი“ ეს არის ოფიციალური სააგენტო რუსეთის მთავრობის, რომელიც ამართლებს ყველა უმსგავსობას, რაც ჩადენილია საქართველოს და სხვა მეზობლების წინააღმდეგ.

„სპუტნიკი“ - ეს არის სპეციალურად შექმნილი რადიო, რომელსაც ივანიშვილმა მისცა ლიცენზია საქართველოში მაუწყებლობისა და რომელიც აკრძალულია უკრაინაში, რომელიც ემსახურება ძირგამომთხრელ საქმიანობას და იმის ვიცეპრეზიდენტი ჩამოვიდა. ესენი არიან ჰიბრიდული ომის გენერლები!

პოზნერი არის ძველი კაკებეშნიკი, რომელიც პუტინმა გამოაგორა 2008 წელს - ეს არის საქართველოს დაუძინებელი მტერი!

დიახ, სტუმარს უნდა მოეპყრო როგორც სტუმარს და მტერს უნდა მოეპყრო, როგორც მტერს!

ქართულმა ახალგაზრდობამ შეუსრულა ამ პოზნერს და რუსულ პროპაგანდისტებს და ძალიან ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდობით, ჩვენი პატრიოტული სულით და ჩვენი ქართველობით!

ყველაფერი კარგად იქნება!“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics