14:38 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 10:39:09, 1427 ნახვა

კომენტარი
პავილიონისი პოზნერის ვიზიტზე - ევროკავშირის მოლაპარაკებები წავიდა, პუტინის პროპაგანდისტი მოვიდა

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის და მისი სტუმრების ჩამოსვლის ფაქტს „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„რეალობის სამწუხარო და სიმბოლური ანარეკლი თბილისში. ევროკავშირის მომლაპარაკებელი წავიდა და პუტინის პროპაგანდისტი მოვიდა“, - წერს პავილიონისი.

პოზნერის ვიზიტს აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელიც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შემაშფოთებელია.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში მეგობრებთან ერთად, დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულის შედეგად, ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები, რომლებიც საქართველოში 3 აპრილამდე უნდა დარჩენილიყვნენ, დროზე ადრე, ჩარტერული რეისით, დღეს დილით გაფრინდნენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics