13:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 21:54:05, 1223 ნახვა

კომენტარი
კრისტიან დანიელსონი : თუ შეთანხმება შედგება იქნება მხოლოდ ერთი გამარჯვებული - საქართველოს ხალხი

„თუ შეთანხმება შედგება იქნება მხოლოდ ერთი გამარჯვებული - საქართველოს ხალხი“, - ამის შესახებ  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატია საჭიროებს, რომ მხედველობაში მიღებული იყოს სხვა მხარეების ინტერესებიც.

„მე დღეს მქონდა სხვადასხვა შეხვედრა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, ყველა პარტიასთან ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად.

ჩემი დღევანდელი მიზანი იყო, მომეძიებია გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო, ეს რთული პროცესია.

დემოკრატია საჭიროებს, რომ მხედველობაში მიღებული იყოს სხვა მხარეების ინტერესებიც. 

როგორც მე ყოველთვის ვამბობ, ეს ნიშნავს ყველა მხრიდან დათმობას. მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის.

ეს არის ნდობის აღდგენის გზა. თუ მიღწეული იქნება შეთანხმება, არ იქნება გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში ერთი მთავარი გამარჯვებული –  საქართველოს ხალხი“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics